თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს 15 წლის მოზარდი, რომელიც დედოფლისწყაროს მშენებარე ცენტრალურ პარკში შეუძლოდ გახდა. შემთხვევა გუშინ, 21 აგვისტოს მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდები ჯერ კიდევ მშენებარე პარკის ტერიტორიაზე შევიდნენ და სავარაუდოდ, ხელოვნურად მოწყობილ ტბაში ცურავდნენ. 15 წლის მოზარდი ჯერ ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი საჭირო გახდა კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადმოყვანა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის მშენებლობა შარშან, 2023 წლის მაისში დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.