აზერბაიჯანმა ოფიციალურად შეიტანა განაცხადი BRICS-ის წევრობაზე, იუწყება აზერბაიჯანული მედიასაშუალება news.az ქვეყნის საგარეო უწყების პრესსპიკერზე დაყრდნობით.
News.az აღნიშნავს, რომ ოფიციალურ განაცხადს წინ უსწრებდა 3 ივლისს ასტანაში მიღებულია დეკლარაცია აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე. შეთანხმებაში ეწერა, რომ აზერბაიჯანს სურდა BRICS-ში გაწევრიანება, ჩინეთი კი ამას მხარს უჭერდა. ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით.
BRICS 2006 წელს რუსეთმა, ბრაზილიამ, ჩინეთმა და ინდოეთმა დააარსეს. 2010 წელს მათ სამხრეთ აფრიკა შეუერთდა, მოგვიანებით კი- ეგვიპტე, ირანი, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საემიროები.