ახალი ამბები

სუჯაში უკრაინელებმა დაწვეს მათი საბუთები, ვინც სამხედრო სამსახურს არიდებს თავს

19 აგვისტო, 2024 •
სუჯაში უკრაინელებმა დაწვეს მათი საბუთები, ვინც სამხედრო სამსახურს არიდებს თავს

უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ათობით დასახლებული პუნქტი დაიკავეს, ამბობენ, რომ სუჯაში სამხედრო კომისარიატში გაანადგურებენ იმ პირების პირად საქმეებს, ვინც სამხედრო სამსახურს არიდებს თავს.

ვიდეო, სადაც ეს პირადი საქმეებია ნაჩვენები, უკრაინელმა სამხედრო ჟურნალისტმა, იური ბუტუსოვმა გამოაქვეყნა.

„ეს საბუთები სუჯის გაწვევის პუნქტში ვიპოვეთ. აქ რუსი ოკუპანტები აგზავნიდნენ ჯარისკაცებს უკრაინელების დასახოცად. საქაღალდეებს შორის არის ერთი, მეტყველი სახელწოდებით: “ძებნილები, სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისგან თავის არიდების გამო”. ჩვენი ვალდებულებაა, დავეხმაროთ მოქალაქეებს, ვისაც არ სურთ უკრაინელების წინააღმდეგ ომი და პუტინისთვის სიკვდილი. ასე რომ, ყველა პირადი საქმე გავანადგურეთ“, – თქვა ბუტუსოვმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი