ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფრანგული მედიებში გავრცელებული ინფoრმაციის მიხედვით, ის საკუთარ სახლში, სამი შვილისა და ოჯახის სხვა წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ის ბოლო წლებში, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ძირითად დროს სწორედ სახლში, ოჯახის წევრებთან ატარებდა.
ალენ დელონმა თითქმის 70-წლიანი კარიერის განმავლობაში 100-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა. ის აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური კაცი კინოინდუსტრიაში.