ფორმულა ერთის რბოლას რუსეთი პირველად უმასპინძლებს. ამის შესახებ განცხადება დღეს რუსეთის პრემიერ მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
ფორმულა ერთის რბოლა სოჭში გაიმართება. შეთანახმება ფორმულა ერთთან უკვე მიღწეულია. ოლიმპიურ თამაშებთან ერთად, სოჭი კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირის მასპინძელი ქალაქი ხდება. სწორედ სოჭის ოლიმპიურ პარკში აშენდება 2014-2020 წლებში გასამართი რალისთვის საჭირო ტრასა.