14 აგვისტოს, 23:00 საათიდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება. სწორედ ეს მონაკვეთი ჩაიკეტება 10 დღით – 14-დან 24 აგვისტოს ჩათვლით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.