ახალი ამბები

საქართველო-ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

14 ოქტომბერი, 2010 • • 1067
საქართველო-ავსტრიის საგარეო საქმეთა  მინისტრების შეხვედრა

დღეს  საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა.

კონსულტაციების ფარგლებში, ავსტრიის დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს ოფიციალური ინტერნეტ გვერდის ინფორმაციით, გამართულ შეხვედრებზე საქართველოსა და ავსტრიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს. ასევე, განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები და სხვა მნიშვნელოვანი რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები.

 ავსტრიული მხრიდან კონსულტაციებს წარმოადგენდა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი, შტეფან ლენე და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მიხაელ პოსტლი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი