ახალი ამბები

„გაბედული და ბრწყინვალეა“ – სენატორი გრემი კურსკის ოპერაციაზე

13 აგვისტო, 2024 •
„გაბედული და ბრწყინვალეა“ – სენატორი გრემი კურსკის ოპერაციაზე

აშშ-ის სენატორი ლინდსი გრემი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერით გამოირჩევა, კიევში იმყოფება დემოკრატ კოლეგა რიჩარდ ბლუმენთალთან ერთად.

გრემი თეთრ სახლს მოუწოდებს, კურსკში სამხედრო ოპერაციის ფონზე, კიევს ყველა საჭირო შეიარაღება გადასცეს.

„რას ვფიქრობ კურსკში [მიმდინარე მოვლენებზე]? გაბედულია, მაგარი, ბრწყინვალე. ასე გააგრძელეთ. [თეთრმა სახლმა] უნდა გადასცეს [უკრაინას] შეიარაღება, რათა მათ მოიგონ, რომელში წაგების ფუფუნებაც არ აქვთ“, – ციტირებს გრემს „როიტერსი“.

უკრაინასთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში უკვე თითქმის ერთი კვირაა, ბრძოლები მიდის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი, ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინა კურსკის ოლქში რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.

შედარებისთვის, ეს თბილისის ფართობზე [726 კვ. კმ] მეტია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი