ახალი ამბები

ვენეციის კომისიის სხდომა და კენჭისყრა პარლამენტში

14 ოქტომბერი, 2010 • • 1065
ვენეციის კომისიის სხდომა და კენჭისყრა პარლამენტში

ვენეციის კომისიის 84-ე პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო პროექტის განხილვა ხვალ, 15 ოქტომებრს, არის დაგეგმილი. ამავე დღეს საქართველოს პარლამენტი კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებს უყრის კენჭს.

ვენეციის კომისიის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი იუწყება, რომ  საქართველოს ახალ საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებულ მოსაზრებებს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს გააცნობენ.

ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმას 15 ოქტომბრის სხდომაზე განიხილავს და საბოლოო რეკომენდაციებს მიიღებს.  ქართული დელეგაცია სტრასბურგში უკვე გაემგზავრა.

8 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ  გამოაქვეყნა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტზე შენიშვნები და რეკომენდაციები.

აქვე საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, რომ  ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას დაელოდოს. პავლე კუბლაშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ მათთვის ცნობილია ვენეციის კომისიის მოსაზრება, რადგან მათთან ერთი წლის მანძილზე  შეხვედრები და კონსულტაციები მიმდინარეობდა. შესაბამისად, ამ მიზეზით, მან განაცხადა, რომ პარლამენტი არ დაელოდება ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას.

 საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა სამშაბათს საქართველოს პარლამენტში შედგა. ხვალ კი  იმ ცვლილებებზე იგეგმება კენჭისყრა, რომლებიც პარლამენტმა საკონსტიტუციო პროექტში შეიტანა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი