ახალი ამბები

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებების კანონპროექტს არ განიხილავს

14 ოქტომბერი, 2010 • • 1006
პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებების კანონპროექტს არ განიხილავს

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც, 30 ათასი ხელმოწერით, ირაკლი მელაშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ, ზურაბ აბაშიძემ და სხვებმა შეიტანეს, პარლამენტი არ განიხილავს.

დავით თოდრაძემ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის პირველმა მოადგილემ, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ ხელმოწერები კანონდარღვევით იყო წარმოდგენილი. კერძოდ, ხელმოწერებზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა არ იყო დამოწმებული სანოტარო ბიუროში.

კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, პარლამენტის ბიურო  კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე საინიციატივო ჯგუფს უარს უცხადებს.

საინიციატივო ჯგუფს  წარმოდგენილი ჰქონდა “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”  ორგანული კანონპროექტი.  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ჯგუფი რეგისტრაციაში 22 ივლისს გაატარა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი