ახალი ამბები

ვინ დაიცავს ალექსანდრე ჩიკვაიძეს

13 ოქტომბერი, 2010 •
ვინ დაიცავს ალექსანდრე ჩიკვაიძეს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი ჩიკვაიძეს, განათლების და მეცნიერების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.ჩიკვაიძე, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს,ქრთამის აღებასა და სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებაში არის ეჭვმიტანილი.

სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა ესწრებოდა რამდენიმე ადვოკატი, მათ შორის საიას იურისტი გაგი მოსიაშვილი და ასევე გიორგი გორიშვილი.

მოსიაშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ ის არ არის ჩიკვაიძის ადვოკატი და გორიშვილთან გადაგვამისამართა. თავის მხრივ გორიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ის ”გადაუდებელი აუცილებლობის გამო” იცავდა დღეს ჩიკვაიძეს. მან ასევე აღნიშნა,რომ საქმის მასალებს არ იცნობს. გორიშვილმა გვითხრა, რომ ის არ იქნება ჩიკვაიძის ადვოკატი.

ნეტგაზეთი თამარ ხიდაშელს, საიას თავმჯდომარეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ გაგი მოსიაშვილმა მხოლოდ იმიტომ არ იცავდა ჩიკვაიძეს, რომ პროცესზე გვიან მივიდა.

ხიდაშელმა ჩვენთან საუბარში გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი, სამომავლოდ ჩიკვაიძის დაცვის. ”ჩვენ მხოლოდ ალექსის თანხმრობა გვჭირდება.საია მზად არის დაიცვას ალექსი ჩიკვაიძე სასამართლო პროცესზე.”

განათლების და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჩიკვაიძე, აღნიშნული თანამდებობის დატოვების შემდეგ საიასთან თანამშრომლობდა.

ხიდაშელი ამბობს,რომ ის კონტრაქტით მუშაობდა საიაში. სახელმწიფო შესყიდვები მონიტორინგი,რომელიც საიამ განახორციელა, ნაწილობრივ ჩიკვაიძის მიერ იყო მომზადებული.

ბრალდება,რომელიც ჩიკვაიძეს აქვს წაყენებული, ქრთამის აღების და სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტება, უკავშირდება 2008 წელს ჩიკვაიძის განათლების და მეცნიერების მინისტრის, გია ნოდიას მოადგილედ ყოფნის პერიოდს. ჩიკვაიძე ბრალდებულია ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის დარღვესა და ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი