ახალი ამბები

პუტინმა 312-ლარიანი დახმარება გამოუყო მათ, ვისაც კურსკის ოლქის დატოვება მოუწიათ

8 აგვისტო, 2024 •
პუტინმა 312-ლარიანი დახმარება გამოუყო მათ, ვისაც კურსკის ოლქის დატოვება მოუწიათ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომლებსაც სახლების დატოვება სამხედრო მოქმედებების გამო მოუწიათ, მთავრობა 10 000 რუბლს გადაუხდის – ეს 300 ლარზე ცოტათი მეტია.

ამ ფულადი კომპენსაციის იდეის მხარდაჭერა პუტინს კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა სთხოვა. პუტინმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე პრემიერ მიხაილ მიშუშტინს სულ ახლახან ესაუბრა.

„ჩავთვალოთ, რომ გადაწყვეტილება 10 000 რუბლის გადახდაზე მიღებულია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

გუშინ, 7 აგვისტოს, კურსკის ოლქში საგანგებო ვითარების რეჟიმი ამოქმედდა.

უკვე მესამე დღეა, რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში, ბრძოლები მიმდინარეობს. გუშინ, 6 აგვისტოს დილით, იქ უკრაინული სამხედრო შენაერთები შევიდნენ.

მოსკოვმა თავდაპირველად შეტევის წარმატებით მოგიერებაზე განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან წაიშალა.

ამ ეტაპზე გადამოწმებული და ოფიციალური ინფორმაცია ნაკლებადაა ხელმისაწვდომი, თუმცა „ნეტგაზეთმა“, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, თავი მოუყარა ამ მომენტისთვის არსებულ ინფორმაციას. ცნობილია, რომ უკრაინელებმა ათეულობით რუსი სამხედრო აიყვანეს ტყვედ და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტიც დაიკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი