ახალი ამბებირეკლამა

სურსათის სააგენტო: NAMEDSPORT-ის პროტეინის ობის შემცველი წასახემსებელი ფილები პსპ-ს არ შემოუტანია

8 აგვისტო, 2024 •
სურსათის სააგენტო: NAMEDSPORT-ის პროტეინის ობის შემცველი წასახემსებელი ფილები პსპ-ს არ შემოუტანია

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ევროპის კომისიის  სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა შპს „პსპ ფარმას“  კუთვნილ ობიექტში და დაადგინა, რომ კონკრეტული პარტიის იმპორტი შპს „პსპ”-ს არ განუხორციელებია და, შესაბამისად, აღნიშნული სურსათი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არ განთავსებულა. ეს დაადასტურა ბიზნესოპერატორის მიერ წარმოდგენილმა სურსათის საბაჟო დეკლარაციამ.

სააგენტოს ინფორმაციით, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღეს საინფორმაციო შეტყობინება იტალიურ ბრენდ NAMEDSPORT-ის სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობის აღმოჩენის შესახებ.

„ზედამხედველობის შედეგად დადგინდა, რომ იტალიური ბრენდის, NAMEDSPORT-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელი ფილების: THUNDER BAR Exotic Coconut Flavour – 50g, THUNDER BAR Exquisite Chocolate Flavour – 50g, THUNDER BARExcellent Pistachio Flavour – 50g (ვარგისიანობის ვადა 31.10.24) კონკრეტული პარტიის იმპორტი შპს „პსპ ფარმას“ არ განუხორციელებია და, შესაბამისად, აღნიშნული სურსათი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არ განთავსებულა. აღნიშნული დაადასტურა ბიზნესოპერატორის მიერ წარმოდგენილმა სურსათის საბაჟო დეკლარაციამ,” – ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, „პსპ ფარმას“ განმარტებით, მწარმოებელ კომპანიასთან კომუნიკაციით ცნობილი გახდა, რომ შეტყობინება იტალიური ბრენდის NAMEDSPORT-ის მიერ წარმოებულ სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობის აღმოჩენის შესახებ გაიგზავნა ყველა პარტნიორი ქვეყნის მაკონტროლებელ ორგანოებთან, მიუხედავად იმისა, ხდებოდა თუ არა აღნიშნული პარტიის სურსათის იმპორტი მათთან.

ამავე თემაზე: 

სურსათის სააგენტო NAMEDSPORT-ის პროტეინის ფილებს ბაზრიდან იღებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი