ახალი ამბები

„თბილსერვის ჯგუფს“ და „სინათლის ქალაქს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

25 ნოემბერი, 2015 • • 1099
„თბილსერვის ჯგუფს“ და „სინათლის ქალაქს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

“შპს „თბილსერვის ჯგუფს“ ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს. აღნიშნული პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ უკვე ყოფილი დირექტორი გიორგი ბაგრატიონი გასულ კვირას თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად დაინიშნა. ლევან ჯღარკავა ამ დრომდე შპს „თბილსერვის ჯგუფში“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.


რაც შეეხება კიდევ ერთ საკადრო ცვლილებას, შპს „სინათლის ქალაქს“  თორნიკე კიზირია უხელმძღვანელებს. თორნიკე კიზირიაც შპს „სინათლის ქალაქში“ დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. აღნიშნული საკადრო გადაადგილების მიზეზი სამსახურის ცვლილებასთან დაკავშირებით ვასილ ხორავას გადაწყვეტილება გახდა.


ამასთან, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილეს,  „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის“ ფარგლებში აშენებული სპორტული ობიექტების სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა იყო და ამით აღნიშნული პროცესი დასრულებულია”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.


მერიის მთავრობის სხდომა, დავით ნარმანია © მერიის პრესსამსახური
მერიის მთავრობის სხდომა, დავით ნარმანია © მერიის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი