ხიდაშელის შემთხვევაში დადგენილებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ერთმა ხმა წინააღმდეგ მისცა. რაც შეეხება დანელიას უფლებამოსილების ცნობის საკითხს, მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
ხიდაშელმა შუალედური მაჟორიტარულ არჩევნებში საგარეჯოს ოლქში გაიმარჯვა, ხოლო დანელიამ – მარტვილში. მათი უფლებამოსილების ცნობის დადგენილება პროცედურულ საკითხთა კომიტეტმა გაიტანა პლენარულ სხდომაზე. კომიტეტის ხელმძღვანელის, გიორგი კახიანის განმარტებით, მათ ცესკოდან შემაჯამებელი ოქმები უკვე მიღებული აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შუალედური არჩევნების შედეგების თემაზე სასამართლო პროცესები აღარ მიმდინარეობს.
