ახალი ამბები

ლუკა კურტანიძე ზაქარია ქუცნაშვილს აკრიტიკებს: დედის წინ მორბენალი კვიცი მგელმა შეჭამაო

25 ნოემბერი, 2015 • • 1143
ლუკა კურტანიძე ზაქარია ქუცნაშვილს აკრიტიკებს: დედის წინ მორბენალი კვიცი მგელმა შეჭამაო

“მინდა განცხადება გავაკეთო ჩვენი თანაგუნდელი ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივაზე. ვეთანხმები, რომ ამ მხრივ ბევრი რამ მოსაწესრიგებელი და დასარეგულირებელია, მაგრამ მისი განცხადებაა ალიაში… [დეპუტატი] რომელიც მასმედიით ესაუბრება თანაგუნდელებს. პარლამენტარს და ჩემს კოლეგას, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, შევახსენებ, რომ ჩვენ ყველანი ერთი გუნდი ვართ. მეტიც, ერთი სისხლი და ხორცი და ერთი სიცოცხლე დავდეთ ერისკაცის ლიდერობით სამშობლოს გადასარჩენად. ამიტომაც ყველა მნიშვნელოვანი საკითხი შიგნით, გუნდში კომუნიკაციით და მსჯელობით, თუნდაც კამათით უნდა შევაჯეროთ და ამის შემდეგ გამოვიტანოთ სააშკარაოზე ქვეყნის საკეთილდღეოდ. 


ბატონო ზაქარია, თქვენი ინტერვიუ ალიაში შეურაცხმყოფელი და დამაცმირებელია თითოეული თქვენი თანამებრძოლისა თუ გუნდის წევრისათვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის წევრების უმრავლესობა აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში იდეის, სამშობლოს გადარჩენისათვის გაერთიანდა და არა ხელფასის ან სხვა პრივილეგიების გამო. ვეთანხმები, რომ ბევრი რამ მოსაწესრიგებელია ამ მხრივ, მაგრამ ეს, ბატონო ზაქრო, შეიძლება რამდენიმე წლით ადრე გაგხსენებოდათ და არა ახლა, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. ნუ ეძებთ უკეთეს თანამებრძოლებს, როგორც თქვენ ამ ინტერვიუში აღნიშნავთ, რადგან ამ გუნდმა მოგიყვანათ დღეს იქ, სადაც ხართ. ამაზე უკეთესს ვერ იპოვით. ყველა თავისი საქმის პროფესიონალია. კრიტიკულ დროს ყველანი უღალატონი არიან. ამ გუნდთან თქვენ არ გიმსჯელიათ, არ გიკამათიათ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე და ამის მიუხედავად სააშკარაოზე გამოიტანეთ ამა თუ იმ პარლამენტარის ავკარგიანობა, სააშკარაოზე გამოიტანეთ მათი განკითხვის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი გეთანხმებათ აღნიშნულ საკითხზე. როდესაც საქმე თანამბერძოლების ღირსებას ეხება, შესაძლოა უფრო მკაცრიც ვიყო. მოკლედ ვიტყვი: დედის წინ მორბენალი კვიცი მგელმა შეჭამაო. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, თითოეულ თანამებრძოლს გაუფრთხილდით”, – განაცხადა კურტანიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი