ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში შეიარაღებული დაჯგუფება დააკავეს

25 ნოემბერი, 2015 • • 1308
სომხეთში შეიარაღებული დაჯგუფება დააკავეს

უწყების ინფორმაციით, ათკაციანი ჯგუფის სამი წევრი ქალია, ხოლო მათი ხელმძღვანელი- ამჟამად საზღვარგარეთ მცხოვრები არტურ ვარდანიანი. 

 

დამნაშვეთა ჯგუფის წევრებმა, როგორც სომხეთის უშიშროების სამსახური იტყობინება, დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა დაქირავებულ სახლში შეინახეს, სადაც მათ პოლიციამ მიაკვლია. 

 

დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის ძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პატიმრობის მაქსიმალური ვადა 12 წელია. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი