ახალი ამბები

საფრანგეთში მასობრივი გამოსვლები გრძელდება

13 ოქტომბერი, 2010 • • 1225
საფრანგეთში მასობრივი გამოსვლები გრძელდება

მეორე დღეა, რაც საფრანგეთში, მშვიდობიანი გამოსვლებით, ახალ რეფორმას უამრავი ადამიანი აპროტესტებს.

პროტესტი, რომელიც გუშინ საფრანგეთის დედაქალში გაიმართა,  ყველაზე მასშტაბური იყო, რეფორმების წინააღმდეგ მიმართული სხვა პროტესტებს შორის.

საფრანგეთის მთავრობა ამბობს, რომ აქციაში 1.2 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო პროფკავშირების ინფორმაციით, ქუჩაში გამოსული ადამიანების რიცხვი 3.5 მილიონი იყო.

საქმე ეხება ნიკოლა სარკოზის ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, საპენსიო ასაკი, 60 წლის ნაცვლად, 62 წელი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი