ახალი ამბები

უკრაინელებმა ისტორიაში პირველად კამიკაძე დრონით Ми-28 ვერტმფრენი დააზიანეს — მედია

7 აგვისტო, 2024 •
უკრაინელებმა ისტორიაში პირველად კამიკაძე დრონით Ми-28 ვერტმფრენი დააზიანეს —  მედია

„უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, 6 აგვისტოს კურსკის რაიონში, პირველად ისტორიაში, კამიკაძე FPV-დრონმა რუსული Ми-28 ვერტმფრენი დააზიანა, რის უკანაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას.

ინფორმაციას „Українська правда“ ავრცელებს უსაფრთხოების სამსახურში თავის წყაროზე და სამხედროზე დაყრდნობით, რომელმაც გააანალიზა რამდენიმე რუსი სამხედრო ბლოგერის შეტყობინებები Telegram-ზე. კერძოდ, მარცხის შესახებ დაწერა ბლოგერმა ალექსეი ზემცოვმა. მან არ დააკონკრეტა კონკრეტული მოდელი, მხოლოდ აღნიშნა, რომ ეკიპაჟმა მოახერხა ბორტის გაყვანა და დაშვება. ზემცოვის თქმით, ეკიპაჟი ცოცხალია, ვერტმფრენი კი სარემონტოდ გაგზავნეს.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ დახურულ Telegram-ის არხებში გამოქვეყნდა ვიდეო და სქრინები, როგორ ეჯახება FPV დრონი ვერტმფრენის კუდს, რომელიც მი-28-ს წააგავს. ჩვენი ინფორმაციით, რუსული ვერტმფრენი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმმა FPV დრონის გამოყენებით ჩამოაგდო“, — წერს უკრაინული გამოცემა.

ცნობისთვის, მი-28 საბჭოთა და რუსული წარმოების შეტევითი შვეულმფრენია, რომელიც შექმნილია ჯავშანტექნიკის, საჰაერო სამიზნეების და მტრის პერსონალის გასანადგურებლად.

FPV (first-person view) დრონი არის უპილოტო საჰაერო აპარატი კამერით. მომხმარებელს აქვს პირველი პირის ხედი (FPV) იმ გარემოზე, სადაც დრონი დაფრინავს და შეუძლია გადაიღოს ვიდეო ან ფოტოკადრები. ასეთი ტიპის კამიკაძე დრონებს, როგორც წესი, ხმელეთზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად იყენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი