ახალი ამბები

ვაზისუბანში იეჰოვას მოწმეების დარბაზი ცეცხლსასროლი იარაღით დააზიანეს

25 ნოემბერი, 2015 • • 1146
ვაზისუბანში იეჰოვას მოწმეების დარბაზი ცეცხლსასროლი იარაღით დააზიანეს

მანუჩარ ციმინტიას თქმით, იეჰოვას მოწმეების დარბაზის შენობაზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის მიხედვით ირკვევა, რომ შემთხვევა 2015 წლის 23 ნოემბერს, ღამის 11 საათზე მოხდა. ადგილზე ნაპოვნია 20 მასრა. ციმინტიას თქმით, თავდასხმის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა და მხოლოდ მეორე დღეს, 24 ნოემბერს დილით გაიგეს შემთხვევის შესახებ და პოლიციას გამოუძახეს.

 

გამოძიება, ციმინტიას თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას. მანუჩარ ციმინტიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ იეჰოვას მოწმეების დარბაზი პოლიციის შენობიდან 75 მეტრის მოშორებით იმყოფება, თუმცა პოლიციამ გამოძიეა მხოლოდ 24 ნოემბრის დილით, მას შემდეგ დაიწყო, რაც იეჰოვას მოწმეებმა პოლიცია გამოიძახეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი