ახალი ამბები

«პატრიოტთა ალიანსმა» შიმშილობა შეწყვიტა

24 ნოემბერი, 2015 • • 997
«პატრიოტთა ალიანსმა» შიმშილობა შეწყვიტა

კობახიძის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს შეეხო და სხვა პოლიტიკურ თემებზე მსჯელობა არ ყოფილა.

«გადაწყდა, რომ ამ თემაზე დისკუსია სამაგიდო ფორმატში გაგრძელდება,» – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს საგარეჯოში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატთან, რესპუბლიკელ თამარ ხიდაშელთან დამარცხდა ირმა ინაშვილი. ინაშვილის თქმით, არჩევნები გაყალბდა და ამაში ადანაშაულებდა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, რომლის ადგილმონაცვლე გახდა პარლამენტში თამარ ხიდაშელი. ინაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას.

რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსმა ღირსეული წინააღმდელობა გაუწია ქართულ ოცნებას და მიმართა მათ, რომ შეეწყვიტათ შიმშილობა, რადგან წინ კიდევ არის არჩევნები. ამის შემდეგ შიმშილობის შეწყვეტისკენ “პატრიოტებს” მოქმედმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი