ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში, რუსი სამხედროების ბაზაზე მშენებელობები გრძელდება

24 ნოემბერი, 2015 • • 1186
ცხინვალში, რუსი სამხედროების ბაზაზე მშენებელობები გრძელდება

სახმედრო ბაზის ოფიციალური წყაროების განცხადებით, ყველა ობიექტი შენდება ახალი თანამედროვე სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების გამოყენებით და მთიანი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. კონტრაქტის მიხედვით, საერთო საცხოვრებლები აღჭურვილი იქნება  სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობითა და თანამედროვე ტექნიკით.

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, გასულ წელს ექსპლუატაციისთვის ჩაბარდა ექვსი ორსართულიანი 400 კაცზე გათვილი ყაზარმა, სამი ორსართულიანი კომფორტული საერთო საცხოვრებელი 48 ოთახითა და სასწავლო კორპუსით, სამედიცინო განყოფილება და საკავშირო შტაბი.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

   


მასალების გადაბეჭდვის წესი