ახალი ამბები

მიწისქვეშა ტყვეობის დასასრული

13 ოქტომბერი, 2010 •
მიწისქვეშა ტყვეობის დასასრული

69 -დღიანი მიწისქვეშა ტყვეობის შემდეგ, ჩილელი მაღაროელები თავისუფლდებიან, მას შემდეგ, რაც 5 აგვისტოს მაღაროში მიწისქვეშა გვირაბი ჩაინგრა და 33 მაღაროელი 622 მეტრ სიღრმეზე დარჩა.

ამ დროის განმავლობაში  საკვებს და სხვა საჭირო ნივთებს მათ სპეციალური მილის მეშვეობით აწვდიდნენ.

დღეს მათი ამოყვანის პროცესი დაიწყო. ერთი მაღაროელის სპეციალური ლიფტით ამოყვანას დაახლოებით ერთი საათი ჭირდება. ამ დროისთვის 7 მაღაროელია მიწისქვეშეთიდან ამოსული.

ნათესავებთან და ახლობლებთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ, თითოეულ მათგანს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი