• თაღლითობა;
• სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
• სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება;
• ქრთამის აღება;
• ქრთამის მიცემა;
• კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება;
• სამსახურებრივი სიყალბე, სამსახურებრივი გულგრილობა
• ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება;
• დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება.
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, 363-ე მუხლის (დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება) პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელსაც ამნისტია ეხება, დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი სხვა ოფიციალური დოკუმენტის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან, გამოყენებასთან, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გაცემული ოფიციალური დოკუმენტის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან, დაზიანებასთან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ისეთი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან, გამოყენებასთან, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული დოკუმენტების გაცემას. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ამნისტია გავრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებმაც 2009 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი დანაშაულის საფუძველზე გაცემული ყალბი დოკუმენტები ან დოკუმენტებში არსებული არასწორი მონაცემები ამ კანონის ამოქმედებამდე გამოიყენეს.
ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, თუ პირის მიმართ არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, იმისათვის, რომ მან ისარგებლოს ამნისტიით, განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ან საკონსულო დაწესებულებას 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად პირი ფლობს იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის ყალბ მოწმობას, მან ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე ამავე ვადაში განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
„მოქალაქეთა ნაწილი თავს არიდებს საიდენტიფიკაციო მონაცემების გასასწორებლად ან ახალი დოკუმენტის ასაღებად სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გამოცხადებას იმის შიშით, რომ მისი დანაშაული გამჟღავნდება და მას დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რჩება არასწორი მონაცემები, რომელთა გასწორებაც როგორც მოქალაქეთა, ისე საჯარო ინტერესს წარმოადგენს“, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.