ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს ერევანში ქუჩების გადაკეტვა სცადეს

24 ნოემბერი, 2015 • • 1067
ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს ერევანში ქუჩების გადაკეტვა სცადეს

სამოქალაქო ინიციატივა “წითელი ბარათი” ხელისუფლებისგან ითხოვს ფასის დაწევას ბუნებრივ აირზე, ელექტროენერგიაზე, შაქარზე და საწვავზე. აქტივისტები ერევნის რამდენიმე მთავარი ქუჩის გადაკეტვასაც შეეცადნენ, თუმცა  მათ პოლიციამ შეუშალა ხელი. 

 

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფოლებს, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებზე გადავლენ. 

 

აქტივისტებმა შემდეგი აქცია 30 ნოემბრისთვის დააანონსეს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი