ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შეკრებას ითხოვენ

24 ნოემბერი, 2015 •
“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შეკრებას ითხოვენ

“ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, უახლოეს პერიოდში შეიკრიბოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, რომელზეც ჩვენ დახურულ ან ღია ფორმატში შეხვედრა გვექნება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვნახავთ, რა გეგმები გააჩნიათ მათ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც დღეს არსებობს. კიდევ უფრო აუცილებელი ხდება ანტიტერორისტული სამსახურებისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის ბიუჯეტის გაზრდა, რასაც “თავისუფალი დემოკრატები” დიდი ხანია ვითხოვთ. 

 

უნდა გაორმაგდეს ის შესაძლებლობები, რაც ამ ქვედანაყოფებს გააჩნია. ჩვენ, სამწუხაროდ, საზოგადოებამ არ ვიცით, რას აკეთებს ხელისუფლება. ვერ ვიტყვი, რომ უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებები რაიმე იმედს აძლევს ჩვენს თანამოქალაქეებს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველასთან ერთად ვიმუშაოთ, რათა ქვეყანაში უსაფრთხო გარემო იყოს. დღეს ტერორიზმმა აბსოლუტურად ყველა საზღვრები გადალახა და ამ გამოწვევას ადეკვატური პასუხი სჭირდება და არა ისეთი, როგორსაც გვთავაზობს დღეს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი”, –  განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


23 ნოემბერს გავრცელდა “ისლამური სახელწმიფოს” მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი.


თავისუფალი დემოკრატები
თავისუფალი დემოკრატები

მასალების გადაბეჭდვის წესი