ახალი ამბები

შსს: გენინსპექციამ ქუთაისის იზოლატორში მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო

22 ნოემბერი, 2015 •
შსს: გენინსპექციამ ქუთაისის იზოლატორში მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო

შსს-ს მტკიცებით, იზოლატორში დაკავებულმა შოთა ქემოკლიძემ თვითდაზიანება თვითონ მიიყენა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს დაზარალებულის ოჯახი. ისინი ასევე თვლიან, რომ ქემოკლიძეს შესაძლოა ცივი იარაღი თვითონ პოლიციელებმა ჩაუდეს. იგი ნასამართლევი პირია და მას შემდეგ, რაც საპატიმრო დაწესებულება დატოვა, ოჯახის წევრების ინფორმაციით, მასზე პერმანენტული ზეწოლა მიმდინარეობდა სამართალდამცველების მხრიდან. დღეს იგი 238 პირმა მუხლის საფუძველზე დააკავეს.


“21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, – ისჯება ჯარიმით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე”, – ნათქვამია სისხლის სამართლის კოდექსში.


“სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს ცივი იარაღის ტარების ფაქტზე სასამართლო განჩინების საფუძველზე. იზოლატორში შეყვანის შემდეგ აღნიშულმა პირმა მიიყენა თვითდაზიანება ხელის არეში, მცირედი დაზიანება… მან განაცხადა, რომ პირის ღრუში ჰქონდა დამალული ე.წ. ბრიტვის ნატეხი, რაც გადაყლაპა”, – აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი