ახალი ამბებირეკლამა

ბავშვობის გატაცებიდან ავტომობილების კოლექციონერობამდე – „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

5 აგვისტო, 2024 •
ბავშვობის გატაცებიდან ავტომობილების კოლექციონერობამდე – „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

ბავშვობის გატაცება – ჰობად, ჰობი კი ხშირად რეალობად იქცევა. ასე მოხდა გაგა კოხრეიძის შემთხვევაშიც. ავტომობილებით ადრეულ ასაკში დაინტერესდა და მალევე საკუთარი პირველი საკოლექციო მანქანა 700$-ად შეიძინა. მოგვიანებით  ავტომობილის მოვლა მისთვის ხელოვნებად იქცა.

სწორედ გაგა კოხრეიძეა „თეგეტა მოტორსის“ ზაფხულის კამპანიის მორიგი გმირი. „ავტომობილის მოვლის ხელოვნება“ – კამპანიის ფარგლებში გადაღებული ვიდეოსერიით კომპანიას სურს, მომხმარებლამდე მიიტანოს ემოცია, რომელიც ავტომობილის მოვლას უკავშირდება და დაანახვოს, რომ ავტომობილზე ზრუნვა მხოლოდ ხარჯების გაღებასა და დისკომფორტთან არ ასოცირდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი