ახალი ამბები

ღარიბაშვილი: გაეროს ოჯახის წევრობას საქართველოსთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს

20 ნოემბერი, 2015 • • 1110
ღარიბაშვილი: გაეროს ოჯახის წევრობას საქართველოსთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს

„გაერო არის საერთაშორისო თანამშრომლობის მსოფლიო სიმბოლო და გლობალური მშვიდობის მედროშე, რაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გასულ კვირას პარიზში, ბეირუთსა და ეგვიპტეში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა და ბარბაროსულმა ძალადობამ, რომელიც, სამწუხაროდ, ასე გახშირდა, მთელი მსოფლიო შეძრა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაეროს ჯგუფის თანამშრომლობას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში და მადლობას უხდის გაეროს იმ როლისთვის, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში ასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი