ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მამაცობის დღის” აღნიშვნის გამო ცხინვალი გამშვებ პუნქტზე გადაადგილებას შეზღუდავს

20 ნოემბერი, 2015 • • 1457
“მამაცობის დღის” აღნიშვნის გამო ცხინვალი გამშვებ პუნქტზე გადაადგილებას შეზღუდავს

საქმე ის არის, რომ ორშაბათს ცხინვალის რეგიონში მამაცობისა და სახალხო ერთიანობის დღე აღინიშნება და ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. შესაბამისად, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებით,  “უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად ღონისძიებების პერიოდში გადაადგილება გამშვებ პუნქტზე შეიზღუდება და შეზღუდვა სამშაბათს, 24 ნოემბერს მოიხსნება”. 


მსგავს შეზღუდვას ცხინვალი სხვა დღესასწაულების პერიოდშიც აწესებს. 


ცხინვალი; ნეტგაზეთი
ცხინვალი; ნეტგაზეთი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი