ახალი ამბები

წულუკიანი: თავისუფალ დემოკრატებს შეეტყო პარტიიდან ჩემი გასვლა

19 ნოემბერი, 2015 • • 909
წულუკიანი: თავისუფალ დემოკრატებს შეეტყო პარტიიდან ჩემი გასვლა

დღეს იუსტიციის სამინისტროსთან “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია გამართა, სადაც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ტრანსპარანტი, წარწერით – “წულუკიანი გამპრავებელი”.

 

“რაც შეეხება თვითონ სლოგანებს ამ აქციის, მე ვხედავ, რომ, სამწუხაროდ, თავისუფალი დემოკრატების პარტიის ერთი ნაწილი, ხაზს ვუსვამ, ერთი ნაწილი, უკანსვლის რეჟიმში არის და პარტიას უკან ექაჩება, არ აძლევს განვითარების საშუალებას. ჩემ დროს, როდესაც მე პარტიის წევრი ვიყავი, სწორედ აქ, კიბეებზე იუსტიციის სამინისტროსი, მომიწყვია აქცია ადეიშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე. დღეს თავისუფალი დემოკრატების პარტიის ერთი ნაწილი აქციას აწყობს და აპროტესტებს იმ უპრეცედენტოდ დადებით მოვლენას, რაც არის მთავარი პროკურორის გამჭვირვალე წესით შეჩევა. თქვენ თვითონ შეადარეთ და გააკეთეთ შეფასება,” – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი; ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
თეა წულუკიანი; ფოტო: იუსტიციის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი