ახალი ამბები

გასაჯაროვდება თუ არა პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების აუდიოჩანაწერები?

19 ნოემბერი, 2015 • • 1118
გასაჯაროვდება თუ არა პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების აუდიოჩანაწერები?

EMC–ისა და საიას წარმომადგენლები, რომლებიც კენჭისყრის პროცესს ესწრებოდნენ, ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ არჩევნების მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – კანდიდატებთან გასაუბრება დახურული იყო. 


“საზოგადოებისთვის საინტერესო ნაწილი იყო დახურული, ვგულისხმობ კანდიდატებთან უშუალო გასაუბრებას, კანდიდატებთან შეხვედრას და მათი გეგმების, მათი ხედვების ნაწილს, ანუ რას ფიქრობენ ისინი პროკურატურის სუსტემაზე, რა ხედვები აქვთ, რა პოლიტიკის გატარებას აპირებენ. ეს იყო დახურული, ის ნაწილი, რაც ღია იყო, რა თქმა უნდა, ჩაიარა უპრობლემოდ,”– ამბობს გურამ იმნაძე, ადამაინის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი.


“14-დან 13-მა თქვა თავისი სიტყვა და თქვა, რომ მათ ურჩევნიათ მთავარ პროკურორად ერთ-ერთი კანდიდატი, კერძოდ კი, ირაკლი შოთაძე. ქალბატონმა კანდიდატმა მიიღო 1 ხმა, მესამე კანდიდატმა ვერ მიიღო ვერც ერთი ხმა. ეს პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე და ხმების დათვლის პროცესიც – ასევე.


რაც შეეხება გასაუბრებებს, ჩვენ გვაქვს საბჭოს დებულებაში დათქმა, რომ მედიისთვის ღიაა მხოლოდ საბჭოს დასაწყისი, ხოლო შემდეგ კეთდება აუდიოჩანაწერი, რომელიც ოფიციალური მომართვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ გადმოგეცეთ. არაფერი საიდუმლო გასაუბრებებში არ არის. ვინც გამოითხოვს ოფიციალურად, სამივე კანდიდატის გასაუბრებები, კითხვები, პასუხები მოგეწოდებათ ნებისმიერ დროს თავისუფალ რეჟიმში,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ.


მოგვიანებით სამინისტროს პრესსამსახურმა განმარტა, რომ ისინი დღესვე გამოაქვეყნებდნენ კანდიდატებთან გასაუბრების აუდიოჩანაწერს, რომელიც 4 საათის ხანგრძლივობის არის.

მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევნები საპროკურორო საბჭოში
მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევნები საპროკურორო საბჭოში

მასალების გადაბეჭდვის წესი