ახალი ამბები

„საქართველოს სალიზინგო კომპანია” სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს

19 ნოემბერი, 2015 • 2570
„საქართველოს სალიზინგო კომპანია” სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს

წელს პირველად, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, გამოფენის მხარდამჭერია ევროკავშირის პროგრამა ENAPRD (ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის). გამოფენა 2015 წლის 18-20 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში გაიმართება.  „საქართველოს სალიზინგო კომპანია“-სთან ერთად, გამოფენაში მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის 140-მდე კომპანია.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკა/ დანადგარები. გამოფენას ასევე დაესწრებიან ფერმერები. სოფლის მეურნეობით დაკავებულ ადამიანებს,  „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ თანამშრომლები  ადგილზევე გაუწევენ კონსულტაციას, რათა ფერმერებმა შეარჩიონ და შეიძინონ მათთვის სასურველი ტექნიკა/დანადგარები.  

 

„საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ საქართველოში პირველმა შესთავაზა მომხმარებელს ლიზინგი, როგორც ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული წყარო. ამ დროისთვის GLC-ის პორთფელს 18%-მდე აგროკულტურის დაფინანსება შეადგენს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით კომპანიამ 3 უმსხვილესი პროექტი დააფინანსა, რომლის ჯამური მოცულობა 3,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

GLC-ი ემსახურება როგორც კორპორაციულ კლიენტებს, ასევე ფიზიკურ პირებს, რომელთა რიცხვიც მუდმივად მზარდია. ლიზინგით სარგებლობა შესაძლებელია თითქმის ყველა სფეროში:  სატრანსაპორტო და სამშენებლო ბიზნესი, სოფლის მეურნეობის სექტორი, სასოფლო სამეურენო და სამთომოპოვება,  ქარხნები და საწარმოები, სამედიცინო თუ ესთეტიკური აღჭურვილობის სფერო, რესტორნის, საცხობისა და სასტუმროს აღჭურვილობის სფერო, ენერგეტიკა, დისტრიბუცია, პოლიგრაფია და საცალო ვაჭრობა.

 

„საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ შესახებ

შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ (GLC) „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს სალიზინგო მომსახურების სფეროში. GLC-ი იყო პირველი სალიზინგო კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს საქართველოში შესთავაზა ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო და ამ მისიას დღესაც წარმატებით ახორციელებს. GLC დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს სალიზინგო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის: ფინანსურ, დაბრუნებით და საოპერაციო ლიზინგს. GLC-ი 2007 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს WBC-სთან (World Business Capital), საიდანაც 14,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი მოიზიდა. 2014 წელს კომპანიამ 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 3-წლიანი ობლიგაციები გამოუშვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: www.leasing.ge

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი