ახალი ამბები

კარლო ნატალეს განმარტება ევროკავშირის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის თაობაზე

19 ნოემბერი, 2015 • • 1294
კარლო ნატალეს განმარტება ევროკავშირის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის თაობაზე

ელჩის მოვალეობის შემსრულებლმა დღეს, 19 ნოემბერს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა 2004 წელს დაიწყო და რეგულარულად ხდება მისი პოლიტიკის განახლება. 

 

“არიან ქვეყნები სამეზობლოში, რომლებიც შესანიშნავად თანამშრომლობენ ევროკავშირთან. მათ გაეხსნათ ახალი შესაძლებლობები. საქართველო გახლავთ ასეთი კარგი მაგალითი, თუმცა არსებობს ქვეყნები, რომლებსაც გააჩნდათ განსხვავებული ხედვა და მიდგომები. ყველა პარტნიორი არ იღწვის იმისკენ, რომ შესრულდეს და დაკმაყოფილდეს ევროკავშირის წესები და სტანდარტები. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა საჭირო რადიკალური ცვლილებები არაერთ ქვეყანაში, რომელიც ესაზღვრება ევროკავშირს”, – განაცხადა ნატალემ.  

 

კარლო ნატალეს თქმით, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნები დგანან ისეთი საფრთხეების წინაშე, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების გაგრძელებას.

 

“როდესაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა შეიქმნა, მისი მიზანი იყო ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების წახალისება, რაც ერთობლივად შეთანხმებული იყო და მხარდაჭერილი ევროკავშირისგან. დღეს მთელი რიგი ევროპული ქვეყნებისა არის საფრთხის ქვეშ, რომელიც ხელს უშლის რეფორმებს და ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. იმისათვის, რომ  თავი გაართვას ამ გამოწვევას, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა პოულობს საუკეთესო გზებს, რათა წაახალისოს და მხარი დაუჭიროს ანგარიშვალდებულებას, სათანადიო მართვასა და ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც ხაზს უსვამს საზოგადოების სტაბილურობის აუცილებელ ფაქტორს.”

 

კარლო ნატალეს განმარტებით, განახლებული სამეზობლო პოლიტიკა ეფუძნება სამ ძირითად კონცენფციას: სტაბილიზაციას, დიფერენცირებულ მიდგომას და პროცესის ხელში აღებას.

 

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, დიფერენცირებული მიდგომა გულისხმობს იმას, რომ ახალი პოლიტიკით ისინი გადადიან ძველი მიდგომიდან – ერთიანი პოლტიკა ყველა სახელმწიფოსთვის. ამის შემდეგ, პარტნიორობა მორგებული იქნება თითოეულ მონაწილე ქვეყანაზე, რადგან მათ გააჩნიათ განსხვავებული მოლოდინები.

 

ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ნატალე
ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ნატალე

“საქართველო მოწინავე ქვეყანაა ევროკავშირთან პარტნიორობის თვალსაზირისით. ამიტომ მას გააჩნია უფრო მეტი ამბიცია და მეტი მოლოდინი. ამის შედეგია ის, რომ ხელი მოეწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დოკუმენტს. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობაზე საქართველოსთან დაკავშირებით და ეს იქნება ჩვენი მუშაობის საგანი მომდევნო წელს.”

 

განახლებული პილიტიკის მესამე კომპონენტი, პროცესის ხელში აღებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირი ცდილობს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს თავის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზე, რომ მოგვარდეს და დადგინდეს პოლიტიკური პრიორიტეტები, რაც იქნება საფუძველი ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყენების ურთიერთობისა.

 

18 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა წარმოადგინეს ახალ ერთობლივი კომუნიკე, რომელიც შეეხება ევროპის განახლებულ სამეზობლო პოლიტიკას 

მასალების გადაბეჭდვის წესი