ახალი ამბები

“წულუკიანი გამპრავებელი!” – თავისუფალი დემოკრატების აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

19 ნოემბერი, 2015 • • 1369
“წულუკიანი გამპრავებელი!” – თავისუფალი დემოკრატების აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

“ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები ვაპროტესტებთ იმ პროცესს, რაც ახლა იუსტიციის სამინისტროში ხდება. ირაკლი შოთაძე, რომელიც წარდგენილია მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე,  წარდგენილია ხელისუფლების მიერ, ანუ ქართული ოცნების და იმ ადამიანების მიერ, ვინც ამ პროცესს მართავს. ეს აღარ არის უკვე გამჭვირვალე არჩევნები და ეს პირდაპირ არღვევეს იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირმა დაგვიწესა, კერძოდ, გამჭვირვალე არჩევნების,”- ამბობს ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების ხელმძღვანელი ნინო ფრუიძე.

 

ნინო ფრუიძის თქმით, დღეს საბჭო ირაკლი შოთაძეს აირჩევს. მან აღნიშნა, რომ დაელოდებიან მოვლენების განვითარებას და ამის შემდეგ დაგეგმავენ მომავალ მოქმედებებს.


შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც პროკურორობის სამ კანდიდატს უსმენენ, რომლებიც იუსტიციის მინისტრმა წარადგინა. ამის შემდეგ საბჭო ერთ კანდიდატს აირჩევს ხმათა 2/3-ით. ხმის მიცემა 13:00 საათზე დაიწყება. საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს, შემდეგ კი კანდიდატი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

თავისუფალი დემოკრატების აქცია იუსტიციის სამინისტროსთან, 19.11.2015, ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი
თავისუფალი დემოკრატების აქცია იუსტიციის სამინისტროსთან, 19.11.2015, ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი