“ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და ასევე კერძო კომპანიის ინტერესების გადაწყვეტილებით, რომ აღნიშნულ ადგილას არ აშენდება საცხოვრებელი კორპუსი და ნაცვლად კორპუსისა, აქ იქნება მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღი”, – განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.
თბილისის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო და შპს „ელზუროს“ საკუთრებაში გადაეცემა ქ. თბილისში, გორგასლის ქ. N63-ში მდებარე 7 793 კვმ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გამსახურდიას გამზ. N23ა-ში მდებარე 3 461 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ. გორგასლის ქ. N63-ში მდებარე 7 793 კვმ. მიწის ნაკვეთი თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა.
ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა გამსახურდიას N23ა-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ.
