ახალი ამბები

ბაქრაძე: ვიზის ლიბერალიზაციის ერთადერთი საფრთხე მთავრობის ქმედებებია ქვეყნის შიგნით

19 ნოემბერი, 2015 • • 915
ბაქრაძე: ვიზის ლიბერალიზაციის ერთადერთი საფრთხე მთავრობის ქმედებებია ქვეყნის შიგნით

“ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უსწრაფეს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციაზე, ვინაიდან ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა ღარიბაშვილის მთავრობას. მაგრამ უნდა გვესმოდეს, დღეს ვიზალიბერალიზაციას ემუქრება ერთადერთი რეალური საფრთხე და ეს საფრთხე მთავრობის ქმედებებია ქვეყნის შიგნით და მთავრობის მცდელობა, ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2. ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს პრობლემა გადააბრალონ ოპოზიციას, არის უბრალოდ ტრაგიკომიკური და ღირსეულ ადგილს დაიკავებს გადაბრალებების და ტყუილების იმ გრძელ ჯაჭვში, რომლითაც ეს ხელისუფლება კვებავს ჩვენს მოსახლეობას მეოთხე წელია, ნაცვლად გაკეთებული საქმისა და შესრულებული დაპირებებისა,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა:


„ერთადერთი, ვინც ბრიუსელში – ევროკავშირში და ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები- დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. ჩემს მინისტრებს ევროკავშირში დაუდასტურეს, რომ გაოცებულები არიან. მათ პირდაპირ უთხრეს, თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქეები? პასუხი კი იყო, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი, საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. რა უნდა დავარქვათ ამას, თუ არა ჩვენი ხალხის და ქვეყნის მტრობა?!“

დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი