ახალი ამბები

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბრისთვის დანიშნა

19 ნოემბერი, 2015 • • 1060
პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბრისთვის დანიშნა

ინფორმაციას უშიშროების საბჭოს პრესსამსახური ავრცელევს. მათივე ცნობით, სხდომაზე, უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, განიხილება ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის ორგანიზების სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები.

 

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები. შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერმა გამართა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. ხოლო უშიშროების საბჭოს სხდომა რამდენიმე კვირის ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობის მისაღებად სხდომაზე არ მივიდნენ საბჭოს წევრი მინისტრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი