ახალი ამბები

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის საკითხები: ვიზების გამარტივება, აფხაზეთის რკინიგზა

19 ნოემბერი, 2015 • • 1557
აბაშიძე-კარასინის შეხვედრის საკითხები: ვიზების გამარტივება, აფხაზეთის რკინიგზა

“საუბარი არ არის ვიზების მოხსნაზე, მაგრამ ითქვა მათი მხრიდან რამდენჯერმე თითქოს საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისათვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ გადაადგილების საშუალება ნებისმიერი მიმართულებით, წავიდნენ იქ, სადაც მათ ჭირდებათ წასვლა. ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, მათ ნათესავები ჰყავთ საქართველოში და ა.შ.” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

აბაშიძის გარდა, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები. აბაშიძის თქმით, ქართული მხარისთვის მიუღებელია აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხზე რუსეთის პოზიცია: 

 

“მათი ფორმულა არის აბსოლუტურად მიუღებელი, ასეთია, რომ თუ ქართულ მხარეს უნდა რკინიგზის მოქმედება, მათ შორის, აი, ამ ე.წ. აფხაზეთის მონაკვეთის, ჩვენ თურმე უნდა დაველაპარაკოთ ამის თაობაზე აფხაზებს და მეზობლებს. ამაზე ჩვენი პასუხი ყოველ შეხვედრაზე არის სტანდარტული, რომ ეს ფორმულა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ვნახოთ, თუ აქვთ რაღაც ახალი რევოლუციური და განსაკუთრებულად ინოვაციური იდეა, მოვისმენთ ამას და მოგიყვებით მერე ამის შესახებ”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

მასალების გადაბეჭდვის წესი