ახალი ამბები

ნახევარ მილიონზე მეტი თანხის მითვისების ბრალდებით კომპანიის დამფუძნებელი დააკავეს

19 ნოემბერი, 2015 • • 1697
ნახევარ მილიონზე მეტი თანხის მითვისების ბრალდებით კომპანიის დამფუძნებელი დააკავეს

გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს „ხიდს“ უნდა მოეხდინა ქალაქში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია და მისი ევროსტანდარტების დონეზე მოწყობა.

 

“ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად, კონტრაქტორმა კომპანიამ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და მისმა დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მიითვისა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ნახევარ მილიონზე მეტი თანხა”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. 

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. 

ფოთის სტადიონი
ფოთის სტადიონი

მასალების გადაბეჭდვის წესი