ახალი ამბები

მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს

19 ნოემბერი, 2015 • • 993
მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბალანსზე არსებული 7 ათას ჰექტრამდე ჩაის პლანტაციების ეტაპობრივი რეაბილიტაცია იგეგმება.


სახელმწიფო ასევე განახორციელებს ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ხელშეწყობის პროგრამას და დონორ ორგანიზაციებთან ერთად დაიგეგმება სერტიფიცირების პროგრამები, განხორციელდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რომელიც საჭიროა პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტისთვის.


როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროგრამის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება.


მთავრობა სასაწყობე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამასაც განახორციელებს, რათა მოხდეს პროდუქციის სეზონის გახანგრძლივება.


სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ყოველწლიურად არის ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციის 15-20%-ის დანაკარგი, რადგან ვერ ხდება შესაბამის პირობებში შენახვა.


ამ მიმართულებით განსაკუთრებით წახალისდება მაღალმთიანი რეგიონები, ასევე გამოიყო ყველაზე დაბალი ეკონომიკური აქტივობის მქონე 12 მუნიციპალიტეტი, რომლებიც მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი