ახალი ამბები

პრემიერი: ამ ეტაპზე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები განსაკუთრებულ რისკებს ვერ ხედავენ

19 ნოემბერი, 2015 • • 899
პრემიერი: ამ ეტაპზე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები განსაკუთრებულ რისკებს ვერ ხედავენ

ღარიბაშვილის თქმით, შესაბამისი ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურებიდან უსაფრთხოების საბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო.


„სიტუაციას ვაკონტროლებთ და კიდევ უფრო გავამკაცრებთ უსაფრთხოების ზომებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე  ჩვენი სამსახურები რაიმე განსაკუთრებულ რისკებს ვერ ხედავენ, რაც კარგია. თუმცა საჭიროა მობილიზება და 24-საათიანი მუშაობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ პარიზის ტერაქტებიდან გამომდინარე რთული ვითარებაა ევროპაშიც, სადაც ასევე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი