ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ტონი ბლერს შეხვდა

18 ნოემბერი, 2015 • • 1203
ირაკლი ღარიბაშვილი ტონი ბლერს შეხვდა

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ვითარება, შეხვედრის მთავარი თემები იყო. 

 

ტონი ბლერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ტონი ბლერმა საქართველო დატოვა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. 

ტონი ბლერი და ირაკლი ღარიბაშვილი, 18.11.2015, თბილისი, ფოტო: პრემიერის პრესსამსახური
ტონი ბლერი და ირაკლი ღარიბაშვილი, 18.11.2015, თბილისი, ფოტო: პრემიერის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი