ახალი ამბები

მორიგი აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

18 ნოემბერი, 2015 • • 1059
მორიგი აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

“საქართველოს ხელისუფლება დეკემბრამდე აპირებს გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმებას. ეს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის პირველი პირი მზადაა, ნებისმიერი მოცულობის ბუნებრივი აირი მოგვაწოდოს. რუსული გაზი ძვირია და არასტაბილური. ის შანტაჟის იარაღია. აზერბაიჯანული გაზი იაფია და სტაბილური. რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის არჩევანის რუსეთზე შეჩერება აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია და არა ეკონომიკური,” – ნათქვამია “დაიცავი თავისუფლების” განცხადებაში.

 

პლატფორმა აერთიანებს შემდეგ ორგანიზაციებს – ტაბულა, თავისუფლების ინსტიტუტი, TDI, GRASS, GFSIS, ALPE და სხვ. ტაბულას ცნობით, თბილისის მონუმენტთან, Gazprom-ის საწინააღმდეგო აქციაზე ფრანები გაუშვეს. 

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სექტემბერში და ოქტომბერში შეხვდა გაზპრომის ხელმძღვანელს. გაზპრომის ცნობით, ამ შეხვედრებე განხილული იქნა რუსული გაზის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისა და კომერციული მიწოდებების საკითხები. საქართველოს ძირითადი გაზმომმარაგებელი აზერბაიჯანია, რომელმაც თავად დაიწყო “გაზპრომიდან” ბუნებრივი აირის შესყიდვა 29 სექტემბრიდან. ამის მიუხედავად, 5 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განცხადა, რომ აზერბაიჯანს აქვს გაზის ძალიან დიდი მარაგები იმისთვის, რომ მომდევნო 100 წლის განმავლობაში და შემდეგაც დააკმაყოფილოს საკუთარი ქვეყანა, ასევე, გაიტანოს მეზობელ ქვეყნებში და ევროპაშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი