ახალი ამბები

კულტურის სამინისტრო: სიმართლეს არ შეესაბამება, რომ დანამატების გაცემა 1509%-ით გაიზარდა

18 ნოემბერი, 2015 • • 1124
კულტურის სამინისტრო: სიმართლეს არ შეესაბამება, რომ დანამატების გაცემა 1509%-ით გაიზარდა

“ინფორმაცია, თითქოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დანამატების გაცემის რაოდენობა 1509%-ით გაიზარდა სიმართლეს არ შეესაბამება”, – აცხადებენ სამინისტროში. 

სამინისტროს განცხადებით, რესპონდენტის მიერ ციფრების არითმეტიკული მანიპულირება იწვევს სახელმწიფო უწყებების და, შესაბამისად, მასში მომუშავე თანამშრომელთა დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში მიზანმიმართულად შეყვანას.

 

“განსაკუთრებით საწყენია, როცა ასეთ განცხადებას მაღალი თანამდებობის პირი აკეთებს”, – აცხადებენ სამინისტროში.

 

სამინისტროს ცნობით, 2015 წლის ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების ხარჯი 14 ათას ლარზე მეტითაა შემცირებული 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2015 წელს მოსალოდნელი პრემიებისა და დანამატების ასიგნებები 90 ათასით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი