ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მატარებელი მხოლოდ სადგურის მოედნიდან ახმეტელამდე იმოძრავებს. დანარჩენ სადგურებზე კი, მოძრაობა დღის ბოლომდე უნდა აღდგეს.
იმ სადგურებში, სადაც მატარებელი არ დადის, მგზავრებს შესვლა დაახლოებით 15:00 საათიდან შეეზღუდათ. თუმცა პოლიციამ მათ არ განუმარტა, რა მიზეზით იყო შეფერხება.
