ახალი ამბები

მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანში” მგზავრებს არ უშვებენ

18 ნოემბერი, 2015 •
მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანში” მგზავრებს არ უშვებენ

როგორც “ნეტგაზეთის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, მეტროსადგურიდან გამოვიდა რამდენიმე მგზავრი, რომლებმაც თქვეს, რომ არ იციან, თუ რას უკავშირდება შეზღუდვა. მათი თქმით, ისინი ვერ გაემგზავრნენ და უკან გამოაბრუნეს.

 

მოგვიანებით ადგილზე შეკრებილ მგზავრებს აცნობეს, რომ სავარაუდოდ შეზღუდვა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მეტრო “სადგურის მოედნიდან” “ვარკეთილამდე” არ არის ელექტროენერგია, რის შემდეგაც მგზავრები გარეთ გაიყვანეს შენობიდან.

 

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად უნდა მივმართოთ თბილისის მეტროპოლიტენს, რადგან მათი განმარტებით, შეზღუდვა შსს-ს მოთხოვნას არ უკავშირდება. “თბილისის მეტროპოლიტენში” ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დააზუსტებენ ინფორმაციას და მოგვაწვდიან.

 

მეტრო თავისუფლების მოედანი. სადგური დაკეტილია. პოლიცია ამბობს, რომ არ იცის რა ხდება
მეტრო თავისუფლების მოედანი. სადგური დაკეტილია. პოლიცია ამბობს, რომ არ იცის რა ხდება

მასალების გადაბეჭდვის წესი