ახალი ამბები

ხიდაშელი ამბობს, რომ დანამატების და ხელფასების ერთიანი სისტემა არ მოსწონს

18 ნოემბერი, 2015 •
ხიდაშელი ამბობს, რომ დანამატების და ხელფასების ერთიანი სისტემა არ მოსწონს

“თავდაცვის სამინისტროშიც ასეა და ნებისმიერ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაშიც, ხელფასი, როგორც ასეთი, რომელსაც იღებენ საჯარო მოხელეები, ორი ნაწილისგან შედგება. მე არ ვიცი, თავის დროზე რატომ გააკეთეს, მათ, ვინც გააკეთეს, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგრამ ასეა. მე პირადად მომხრე ვარ, რომ ეს გაერთიანდეს, ერთი სახელი დაერქვას და აღარ იყოს გაყოფილი. ეს მიდგომა დღესაც არსებობს. ჩანაცვლებაზე ჩვენ მაშინ შეგვეძლება საუბარი, ვთქვათ, პრემიას რომ იღებდა მანამდე, ის დაამატეს დანამატს და ახლა დანამატი შეიცვალა. მე ჩემი უწყების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი მსგავსი არ მომხდარა, როგორც იყო წლების განმავლობაში, რამდენიც იყო ხელფასი ამა თუ იმ თანამდებობის პირის, ზუსტად იმდენივე არის ხელფასი, აი, ამ 2 კომპონენტის ერთობლიობით. კანონშიც წერია, რომ ხელფასი ეს არის სარგო და დანამატი. ამიტომ ეს არის სისტემა, რომელიც მუშაობს საქართველოში. მე მგონია, რომ არასწორი სისტემაა, მე მგონია, რომ ერთიანი უნდა იყოს”, – განაცხადა ხიდაშელმა.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმღვანელის ლაშა თორდიას შეფასებით, საჯარო დაწესებულებების ნაწილში პრემიების გაცემის წესის შეზღუდვის შემდეგ ეს პრაქტიკა სახელფასო დანამატების გაცემამ ჩაანაცვლა. რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში თორდიამ ახსნა, თუ რას გულისხმობს ეს ყველაფერი:


“პრემია არის საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული სამუშაოს სანიმუშოდ და ზედმიწვენით შესრულებისათვის, ხანგრძლივი კეთილსინდისერი სამსახურისათვის ან/და განსაკურთებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულებისათვის.

 

დანამატი – აღნიშნული კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებს ღამის ცვლაში, სადღესასწაულო დასვენების დღეებში მუშაობისთვის დამატებითი საზღაურს და კანონით გათვალისიწნებულ ნებისმიერ სხვა დანამატს.

 

ანუ ეს ფულადი განაცემები შეიძლება საჯარო მოხელეზე გაიცეს, თუ ეს გარემოებები დადგება.

 

ჩვენ ვხედავთ, რომ წინასწარ, ერთი წლით ადრე უწყების ხელმძღვანელების მიერ გამოცემულია ბრძანებები, სადაც სხვადასხვა საჯარო მოხელეებს, მათ შორის თანამდებობის პირებს, ერთი წლით ადრე აქვთ დანიშნული დანამატები. ჩვენი შეფასებით ეს ეწინააღმდეგება იმ მოცემულ განაწესს, რომელზეც უკვე ვისაუბრე. არ შეიძლება წინასწარ განისაზღვროს, რომ ადამიანი, მაგალითად, ღამის ცვლაში იმუშავებს ან დამატებით სამუშაოს შეასრულებს. 

 

ამ გარემოებების მოსაწრესრიგებლად 2014 წლის 14 ივლისს გამოიცა მთავრობის დადგენილება, რომლითაც შეიზღუდა პრემიების გაცემის რაოდენობები და ასევე დროში გაიწერა, თუ როდის შეიძლება გაიცეს პრემია: მაგალითად, კვარტალში ერთხელ და ა.შ. თუმცა ამის პარალელურად დავინახეთ, რომ თანხობრივ გამოხატულებაში მკვეთრად გაიზარდა დანამატის განაცემები. მაგალითისთვის მოვიყვან სხვადასხვა სამინისტროს:  რეგიონული განვითარების სამინისტროში 69%-ით გაიზარდა დანამატების გაცემის რაოდენობა, იუსტიციის სამინისტროში 206 პროცენტით, სასჯელარსურლებისა და პრობაციის სამინისტროში 412 პროცენტით, კულტურის სამინისტროში 1509 პროცენტით, დევნილთა სამინისტროში 35 პროცენტით, ჯანდაცვის სამინისტროში 270 პროცენტით და ა.შ. ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა, რომ პრემიის გაცემა დანამატით შეიცვალა. 

 

[ბიუჯეტის მიხედვით] ხელფასი – ფულადი ფორმით პრემია შემიცრდა 31 მილიონით, ხოლო ხელფასი – ფულადი ფორმით დანამატი გაიზარდა 45 მილიონით.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ ამბობს, რომ ან პრემია ან დანამატი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ აღნიშნული ფულადი დანამატები უნდა იყოს დარეგულირებული ისე, როგორც შესაბამის ბრძანებასა და დადგენილებაშია”, – განაცხადა თორდიამ.


 


მასალების გადაბეჭდვის წესი