ახალი ამბები

ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაცია

11 ოქტომბერი, 2010 •
ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაცია

ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურაში ცვლილებები შევიდა. გეგმის პროექტზე მუშაობა დასრულდა და დღეს  მისი პრეზენტაცია  სასტუმრო რედისონში მოხდა.

2011-16 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა დღეს დიმიტრი შაშკინმა და ცენტრის დირექტორმა, ნათია ჯოხაძემ საზოგადოებას გააცნეს.

შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურა და შემოვიდა ახალი საგნები. კერძოდ, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები,  სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება,  ცეკვა. დაიწყო  ახალი საგნის ”მსოფლიო კულტურის” პილოტირება,  2011 წლიდან მოხდება ამ საგნის  ყველა სკოლაში დანერგვა, იტყობინება განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო.  ასევე, გაძლიერდა საბუნებისმეტყველო საგნებისა და ინგლისური ენის სწავლება, გაიზარდა არჩევითი საგნების ჩამონათვალი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: განათლების ექსპერტები, სამეცნიერო სფეროს, უმაღლესი სასწავლებლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი