ახალი ამბები

ხიდაშელი: საქართველო ერთ-ერთი ბოლოა სირიაში გადინებების სიაში

18 ნოემბერი, 2015 •
ხიდაშელი: საქართველო ერთ-ერთი ბოლოა სირიაში გადინებების სიაში

“ეს საკითხი, მე ვფიქრობ, დიდი ხანია დღის წესრიგში აღარ დგას იმიტომ, რომ გატარებული პრევენციული ღონისძიებები, რომელიც კარგა ხნის წინ დაიგეგმა და ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, მუშაობს ძალიან ეფექტურად და არავითარი მასობრივი გადინებები და რაიმე განსაკუთრებული შემთხვევები საქართველოს არ აქვს. საქართველო, შემიძლია გითხრათ, ერთ-ერთი ბოლოა, საბედნიეროდ, გადინებების სიაში, რასაც, მაგალითად, ევროპა გვაჩვენებს დღეს. ამ თვალსაზრისით ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ რაიმე ხიფათის განცდის ან განსაკუთრებული პრობლემის მატარებელი არის ჩვენი ქვეყანა,” – განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს დღეს, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.


სხვადასხვა წყაროების ცნობით, სირიაში ISIS-ის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის.  ჯამში, ამ დროისთვის საქართველოს ათამდე მოქალაქეა დაღუპული სირიაში.

თინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი

მასალების გადაბეჭდვის წესი